ჩვენმა ჯგუფმა სოფელ ქანდაში 200 ჰექტარი სასოფლო დანიშნულების მიწა შეიძინა. ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებით, ეს ადგილი სასოფლო-სამეურნეო ცენტრად და მდგრადი ტურისტული დანიშნულების ადგილად ყალიბდება.
მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას იმ გარემოებას, რომ ვაწარმოებთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებითაა დაცული. ვზრუნავთ როგორც ადამიანის ჯანმრთელობაზე ასევე ვუფრთხილდებით გარემოს.
114 ჰექტარზე გაშენებულ ნუშის ბაღებთან ერთად, წარმატებით გაშენდა ვაშლი,მსხალი,გარგარი,ქლიავი,ბალი,ზეთისხილი,ატამი და ვაშლატამა. დანარჩენ მიწაზე სამომავლოდ დაგეგმილია სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა.